воскресенье, 30 сентября 2012 г.

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
არც ეს დამიწრია მე, თუმცა ბევრჯერ მითქვამს და მიფიქრია მსგავსად.ეხლა ვკითხულობდი და ყველაფერია ერთად თავმოყრილი,რასაც თავიდან ბოლომდე შენ გიძღვნი თამამად...:)
 
 
იცი რა?!...არ იფიქრო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი შენი სიყვარულისგან და მონატრებისგან... უბრალოდ...მომენატრე...
მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის
რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს
და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც
აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე
ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები,
მზერა..... გავიგონო შენი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა
გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი..... მე
არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან... და ეს
სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან
შედარებით რაც მინდა გითხრა..... და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი....
მჭირდები ჩემო სიყვარულო.......!
 
 
 
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

суббота, 29 сентября 2012 г.





მომნატრებიხარ! მომენატრე.. დაბორიალობ ჩემს გულში თავგზააბნეული... ქუჩის შესახვევში შეუხვიე და შეაღე ძველი რკინის ჭიშკარი.. შესახლდი, პატარა-დიდ ქოხში და აღარ მიდიხარ საიდანაც მოსულხარ.. დამიჭირე, გამკოჭე და გასაქანს არ მაძლევ... შემაყვარე თავი და თავბრუდამახვიე.. გამითბე ხელები და ამივსე სიხარულის ნაპერწკლებით თვალები... ამავსე და გამათბე სხივებით.. გამიფერადე დღეები და წამები.. მაჩუქე ბევრი ღიმილი და სითბო.. მიხარია ცხოვრება შენით... ატმისფერი დილა ხარ...! ჩემი გულის ცისარტყელისფერი სარტყელი ხარ..!!! გალაქტიკისხელაზე მიყვარხარ..!!! მიყვარხარ ასჯერ და ასი ათასჯერ!!!
 
 
შენ, ჩემო ედელვაისო,
პირველ თოვლივით თეთრო,
ვარდისფერთითა აისო,
თანაც დარდო და კეთრო,
შენ, თვალხატულა იმედო
და მიწიერო ღმერთო,
ცქერაც კი ვერ გაგიბედო,
შენ, ჩემო ერთადერთო?!
შენ, ზღვაო, ერთობ დიდგულა,
ზამთარ-ზაფხულ რომ ღელავ,
ამ გულმა ჩემად გიგულა,
სიცოცხლევ, ჩემო ყველავ.
შენ, თეთრო ედელვაისო,
ამოწვერილო მთაზე,
შენ, თაფლისფერთვალება დაისო,
გიმღერ ამურის ხმაზე.
შენ ხარ ამ ლექსის მუზა
და ჩემი სულის ჩერო.
იქნებ ჩაუშვა ღუზა,
გზა ჩემთან შეაჩერო...
 
 
:*************************♥♥♥♥

пятница, 28 сентября 2012 г.

 
 
 
ზოგჯერ სიგარეტის კვამლი მეფერება,
ზოგჯერ ნიავიც კი ნაზად მომედება,
წვიმის წვეთებიც კი ცრემლად მეწვეთება,
მაგარამ ეს არცერთი აღარ მახსენდება
შენი აჩრდილი რომ ჩუმად შემეხება,
შენი თვალები რომ შემომეგებება…
ნეტა კი იცოდე როგორ მენატრება,…
როგორ მენატრება,… როგორ მენატრება….
დილით უაზროდ მომღიმარ სევდას ვეგებები,
მზეში ნათლად მოელვარე სხივებს ვეფერები,
წვიმს და მორაკრაკე წვეთებს ვემალები,
ღამის წყვდიადშიაც ყველგან მელანდები,
ნეტა კი იცოდე როგორ მენატრები,…
როგორ მენატრები,… როგორ მენატრები…
 
 
 
♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥


ვისია ნეტავ ეს ქალი,
ვის მკლავზე უდევს თავიო.
დავაცხრებოდი ვნებითა,
როგორც ლეშს კორტნის სვავიო.

შევცურდებოდი მის მკერდში,
როგორც ტალღებში ნავიო
ამაზე ფიქრით ლამაზო,
სულ მთლად დავკარგე თავიო.

შენი სურვილი მაგიჟებს,
მიტომაც გავხდი ავიო.
სადმე არ გადამეყარო,
ვეღარ გიშველის ქმარიო...
 
 
 
მიყვარხარ      ♥♥♥♥

четверг, 27 сентября 2012 г.

გეძღვნება მხოლოდ შენ ულამაზესოოო!!!!!!!!




ამ ლაჟვარდ მთებში სიყვარულით ანთებულ თვალებს
ჰშვენის ლამაზად გამოხედვა და ცერად მზერა,
მშვენება შენი ყველა ვაჟკაცს მოჰკიდებს ალებს,
გული მათი კი უმალ ხდება პლანეტის ხელა.

შენს ლამაზ ხმაში მე უმალვე ვპოულობ შვებას
ჩემში კი მოსჩანს შენზე ფიქრში დიდი ვარამი,
და ვერასოდეს ვერ ვიტანდი უსაქმოდ გდებას,
ჩემი სიკეთე ყველასათვის იყოს არამი.

გეტყვი ამ ლამაზ ქვეყანაზე ერთხელ მოსული,
რომ შენს მშვენებას მე დავხარბდი და ისევ მოვალ,
და ამ საწუთროს ულმობლობით ნატანჯი სული,
გაივლის ყველა ბეწვის ხიდს და შენთან მოვა.

გეტყვი ჩურჩულით, რომ შენს ჭკვიან, ცეცხლოვან თვალებს
ჰშვენის ლამაზად გამოხედვა, შველივით მზერა,
საამო ხმას კი ვერ შევადრი _ ვიღაცა ქალებს,
მწვავს წარმოთქმული შენი სიტყვის ყოველი ბგერა.


♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥



მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...


 
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥


ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით, მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არის საშველი...
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება, და მზიან გულზე დარდად მოწოლა
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად...
შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი,
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად, შენი ღვთიური, რძისფერი ტანი...
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რადგან მპირდები,
მე ცარიელი ვარ კალაპოტი, დაამომავსე შენი ზვირთებით...
ველური მზერით გიყვარს თამაში,ჩემს წინ ამაყად ველურად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში,შენ გაზაფხული და შემოდგომა


♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥



ულამაზესი ხარ ყოველთვის,სულ ყოველთვის....მიყვარხააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააარ:***********

вторник, 25 сентября 2012 г.







 



ალბათ განშორებაც ლამაზია, თუ ის ისევ ნახვის სურვილს ბადებს... ალბათ მარტოობაც ლამაზია, მისი მონატრებაც თუ გაწვალებს... ალბათ სიმახინჯეც ლამაზია, როცა გულით გიყვარს შენი სატრფო!!! ალბათ სიყვარულიც ამას ჰქვია: როცა შორს არის და მაინც გათბობს...!!!

ვნება, სურვილი არის მეტისმეტად ძლიერი ფიზიკური მიზიდულობა სხვა ადამიანისადმი და როცა ამას გრძნობ, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ შეგიყვარდა, რადგან ერთადერთი, რაზეც განუწყვეტლივ ფიქრობ ის უცნობია, რომელსაც კარგად არც კი იცნობ.
როგორ შეიძლება ერთმანეთში აგერიოს მენტალური და ფიზიკური გრძნობა? როგორც წესი, გაურკვევლობა იქამდე გრძელდება, ვიდრე ფიზიკური ურთიერთობა რეალურად მოხდება. სექსის გარეშე ძალიან რთულია გაარკვიო შეყვარებული ხარ, თუ არა.
თუ ეს მხოლოდ სურვილია, სექსის შემდეგ იწყებ იმის შემჩნევას, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდი, ხვდები, რომ თურმე ამ სრულყოფილ ადამიანსაც ჰქონია ნაკლი, მასზე ისე აღარ ფიქრობ, როგორც მანამდე. თუ აქამდე ეჭვიანობდი, ახლა აღარც კი უშვებ, რომ მან შეიძლება გიღალატოს, მაშინ შენ ნამდვილად არ ხარ შეყვარებული.

დაფიქრდი, როგორ გრძნობ თავს ამ ადამიანთან ერთად? კომფორტულად? თავისუფლად? სასურველად? მაშინ შეყვარებული ხარ.
ყოველთვის არ არის აუცილებელი გქონდეს სექსი ადამიანთან ვინც გიყვარს, იმის გასაგებად ხარ თუ არა “დაავადებული” სიყვარულით შეიძლება სხვა გზითაც.თუკი ამჩნევ რომ არ არსებობს არავინ მასზე ლამაზი, მასზე ფიქრებში ფიქრობ მის თვალებზე, თითებზე და არა მკერდზე და საჯდომზე, როცა ხედავ სუნთქვა გეკვრება და გული გამალებით გიცემს.. მაშინ შენ გიყვარს და გცოდნია რა არის სიყვარული.




 გულს დავეკითხე და მითხრა ჩუმად,
მისი ტკივილი და მწუხარება
:
მომნატრებია,გამოგიტყდები,
მისი ალერსი და მოფერება.
იმ ლამაზ თვალთა სიღრმე და სითბო,
საოცარ ვნებას რომ აღძრავს ჩემში,
ერთი ღიმილი,უსიტყვო,უხმო,
მაგრამ საოცრად მრავლისმეტყველი.
მომნატრებიხარ მეც თავად,ვიტყვი
და არ შემრცხვბა აღიარება,
მინდა რომ მუდამ შენ ფრთის ქვეშ ვიყო,
რადგან იმედი ყოფილხარ დიდი.

“სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით” – ანაკრეოტი

“სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი

“სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი

“სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა” – ჰიუგო

“სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე” – სტენდალი

“სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის” – ტომას ჰობსი

“სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი
“სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ” – ნეტარი ავგუსტინე

“სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს” – ვოლტერი

“სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს” – ალფრედკამიუ

“სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა” - მეტერლინკი

“რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს” – გერმანული ცხოვრებისეული სიბრძნე

“სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია” - ლაროშფუკო

“სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს” – ქოლალომთათიძე

“სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი” - მოპასანი

“სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ” – მოციქული პავლე

“სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება” - ლობერგერი

“სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს”

“სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი” – უილიამშექ სპირი

“სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა” – ვაჟა-ფშაველა
“სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს” – მ.გორკი

“სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა
ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა” – ფრ.ჰალმი

“სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს” – რუსული ანდაზა

“სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს” - არისტოტელე

“სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს” - სენეკა

“სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია” - ტეკერეი

“სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ” – ბალზაკი

“სიყვარული – ცეცხლია: თუ არ კვებავ – ქრება” – მიხეილ ლერმონტოვი

“სიყვარული – ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის” – ჩარლზ დიკენსი

“სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში” – შექსპირი

“სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა” – გიდემოპასანი

“სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება” – ალექსანდე ბლოკი

“სიყვარულს ბაღივით მოვლ – პატრონობა სჭირდება” – ვლადიმერ თორდუა

“სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ” – ვერგილიუსი

“სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც” – ფრანგული ანდაზა

“სიყვარული გრძნობათა სარდალია”
“რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს” – ნაპოლეონი

“სიყვარული არის თავის დავიწყება” – გრიგოლ ორბელიანი

“სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია” - ლაისტი

“უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია” – ესპანური ანდაზა

“სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა” – კაზანოვა

“სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს” – სტენდალი

“სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად” – სერვანტესი

“უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება!” – ფ.შილერი

“სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ – არ ცნობს ბატონებს” – ანდრეას გრიფიუსი

“სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება” – ფრანგული ანდაზა

“თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია” – ვიქტორ ჰიუგო

“ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი” – სექსტროპერციოსი

“ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია” – გერმანული ანდაზა

“რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული” – ლეონარდო და ვინჩი

“ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული”

“თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან” – ციცერონი

“ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის” – პონტანუსი

“სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი” – გოეთე

“სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია” – კარი

“მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას” – ა.ბლოკი

“ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ” – ვიქტორ ჰიუგო


“სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია” – ალფრედ დემიუსიე

“ნეტარ მას ამა სოფელსა, ვინაც იგრძნო სიყვარული” – გრიგოლ ორბელიანი

“სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია” – იტალიური ანდაზა

“არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს” – რომენ როლანი

“ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით” – უილიამ შექსპირი

“სიყვარული და შიმშილი არის ყველაფრის მიზეზი” – რუსული ანდაზა

“სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება” – შიო არაგვისპირელი

“ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი”

“ადამიანს ყველაზე მეტად აბრაზებს ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს!”



მიყვარხააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააარ :***

понедельник, 24 сентября 2012 г.

ხელის გულზე დაგიყრი ღიმილებს...
 ტუჩის კუთხეში დაგიტოვებ კოცნებს....
 შევაჩერებ დროს....რათა უკვდავყო შენი სახება....
წავშლი ზღვარს რეალობასა და უტოპიას შორის...
თავს დაგადებ გულზე და ფიქრის ძაფს გავწყვეტ...
 შენს გულისცემას ჩემად გავითავისებ....
 ჩემი დუმილი, ყველა სიტყვაზე უფრო თბილი....ჩურჩულად

დაიღვრება.... გაწითლებული მთვარე სადღაც მიიმალება...
რა საჭიროა მთვარის შუქი, როდესაც შენი მზერა სულში მწვდება
და ყოველგვარ წყვდიადს ანათებს.....
სადღაც კუთხეში, ჩვენს მიღმა...სამყარო დარჩება...
ჩემი სამყარო კი შენს თვალებში იფეთქებს ....ისევ მოსწყდება ბაგეებს ღიმილი....ჩემში სითბოდ ჩაიღვრები...ჩემში იმედი იქნები..ჩემში მე იქნები! !
 
 
 
 
                                                                      შენ ხარ ჩემი
 
:D    :*********************
 
 
 ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
 და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
 მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
 მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
 მაკლია მაშინ და მენატრება,
 როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
 არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
 შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
 და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
 სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი
 
 
 
 
მე მწამს სიყვარული თუნდაც დაწიხლული,
მე მწამს მონატრება შენით დანისლული,
მე მწამს მონატრება, თუნდაც წუთიერი,
შენი შემოხედვა ურცხვი, უდიერი.
მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო,
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.
 

 
 
მე მენატრება შენი ღიმილი,
 თმის ტევრი შენი დაუსაბამო,
 ჩვენი ალერსი-სულთა ლივლივი,
 შენი ტუჩები-ჩემი მალამო.
 ოჰ მენატრება მე ის საღამო,
 სად იყო ვნება-სეგობდა გული,
 ვეტრფოდი მაგ შენს თაფლისფერ თვალებს,
 მეჯლისს იწყებდა სხეულში სული.
 კოცნიდა ბაგე ალისფეს ხალებს,
 ნიაღვრად ვნების აჩქეფდა სისხლი
 და ვით მობნეულ  ცაზე ვარსკვლევებს,
 ვუმზერდი შენი თვალების ლიცლიცს.
 მიყვარხარ-შენთვის მინდა ვიცოცხლო,
 შენთვისვე მინდა სასწაული ვშვა,
 მინდა დღემუდამ შენთვის ვილოცო ,
 შენს იქით არ მსურს არც მზე და არც ცა.
გინდა? - არასოდეს დამეკარგო,
თუნდაც სულ არაფერს დამპირდე...
გინდა? - ორივენი ავიბარგოთ -
თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?
.
ასე შორი არი ღმერთი რახან,
გზები ვიახლოვოთ შორივე,
სხვებმა წერტილებად დაგვინახონ
ოღონდ მარტო არა... ორივე...
.
გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი
გულში თამაშ-თამაშ მიხუტე,
მარტში აპრილს სითბო გამოართვი
და შენს მაისებად მიხატე.
.
უფალს მიწა რისთვის შეუქმნია
იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე...
ხელი აღარავის დავუქნიოთ
აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ...
.
ვიდრე ატომებად დავიშლებით,
გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს
შენი ოთახი და ბალიშები
ჩემი ღიმილებით მოგირთო?
.
ჰოდა, არასოდეს დამეკარგო,
სითბო ვატრიალოთ მორევად...
ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ,
მარტო აღარ ვიყოთ... ორივე.



რა დამაძინებს,რა დამაძინებს,
უსაშველოა წუხილი ჩემი,
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე
იმედისა და ოცნების გემი.
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც-
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე,
რატომ შემხედე ასე თამამად,
თვალები რატომ შემომანათე.
მას მერე ჩემთვის ყველგან ღამეა,
და ყოველ წუთას უფრო ღამდება,
ჩემი სიმღერაც განა რამეა,
ოღონდ ეგაა-არ დამთავრდება.
რა დამაძინებს,რა დამაძინებს,
უკვე მეძინა მე ჩემი წილი,
მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ-
არ გეღირსება შენც მშვიდი ძილი!
მიყვარხარ.. მიხარიხარ.. მესამყაროები.. მეამაყები..

გრძნობა გონების გარეშე.. გრძნობა საზღვრებს გარეშე.. გრძნობა, მე, შენ და სხვა არაფერი.. მიყვარხარ..

მე შენ გგრძნობ.. მე შენით ვსუნთქავ.. მე შენით ვარსებობ.. მე შენზე ვლოცულობ.. მე შენ მზეს გადარებ.. მე შენ მიყვარხარ..

შენ ხარ ჩემი სიცოცხლე.. ჩემი სამყარო და ჩემი ჰაერი და ჩემი მზე და ჩემი გათენება და ჩემი ფიქრი და ჩემი სიყვარული ხარ..

მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარს მზე.. დიდი, თბილი და ყვითელი.. მანათობელი და მაცოცხლებელი.. მე უკვე მზეზე მეტად მიყვარხარ..

მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარული დედამიწას ატრიალებს.. მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ..

დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში.. შენ დაუსრულებელი ხარ..

მიკვირს, როდის მოვასწარი ასე შენი შეყვარება.. მაგრამ უკვე ესეც მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან მიყვახრარ..

შენი უზომოდ თბილი ხმა მიყვარს.. შენი თბილი თვალები.. შენი თბილი ხელები.. მიყვარხარ : ))

მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ :*

ვაიმე, მართლა ძალიან მიყვარხარ.. უზომოდ : )) უწერტილოდ : )) დაუსრულებლად : )) უსაზღვროდ : ))

დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს.. დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს.. მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ.. აბა, როგორ უნდა გაჩუქო შენ შენივე თავი.. ეს ხომ შენ.. შენ ხარ ჩემი სიყვარული.

იცი რა ძლიერ გგრძნობ? ჩემში ხარ, ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი ხარ.. მიყვარხარ და ამ სიყვარულის მიზეზი მე არ ვარ, შენ ხარ.. იმდენად მაღალი და უძირო ადამიანი ხარ შეუძლებელია არ მიყვარდე.

დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ.. და არასოდეს მომბეზრდება ამის განმეორება.. არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რა ერთფეროვანი ვარ ჩემი აზრებით არა?! რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ.. მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა : ))

ასე არასოდეს მყვარებია.. და არც მეყვარება, რადგან ამაზე მეტად ვერავის შევიყვარებ : ))