მე მენატრება შენი ღიმილი,
თმის ტევრი შენი დაუსაბამო,
ჩვენი ალერსი-სულთა ლივლივი,
შენი ტუჩები-ჩემი მალამო.
ოჰ მენატრება მე ის საღამო,
სად იყო ვნება-სეგობდა გული,
ვეტრფოდი მაგ შენს თაფლისფერ თვალებს,
მეჯლისს იწყებდა სხეულში სული.
კოცნიდა ბაგე ალისფეს ხალებს,
ნიაღვრად ვნების აჩქეფდა სისხლი
და ვით მობნეულ ცაზე ვარსკვლევებს,
ვუმზერდი შენი თვალების ლიცლიცს.
მიყვარხარ-შენთვის მინდა ვიცოცხლო,
შენთვისვე მინდა სასწაული ვშვა,
მინდა დღემუდამ შენთვის ვილოცო ,
შენს იქით არ მსურს არც მზე და არც ცა.
თმის ტევრი შენი დაუსაბამო,
ჩვენი ალერსი-სულთა ლივლივი,
შენი ტუჩები-ჩემი მალამო.
ოჰ მენატრება მე ის საღამო,
სად იყო ვნება-სეგობდა გული,
ვეტრფოდი მაგ შენს თაფლისფერ თვალებს,
მეჯლისს იწყებდა სხეულში სული.
კოცნიდა ბაგე ალისფეს ხალებს,
ნიაღვრად ვნების აჩქეფდა სისხლი
და ვით მობნეულ ცაზე ვარსკვლევებს,
ვუმზერდი შენი თვალების ლიცლიცს.
მიყვარხარ-შენთვის მინდა ვიცოცხლო,
შენთვისვე მინდა სასწაული ვშვა,
მინდა დღემუდამ შენთვის ვილოცო ,
შენს იქით არ მსურს არც მზე და არც ცა.
Комментариев нет:
Отправить комментарий