суббота, 29 сентября 2012 г.

 
 
შენ, ჩემო ედელვაისო,
პირველ თოვლივით თეთრო,
ვარდისფერთითა აისო,
თანაც დარდო და კეთრო,
შენ, თვალხატულა იმედო
და მიწიერო ღმერთო,
ცქერაც კი ვერ გაგიბედო,
შენ, ჩემო ერთადერთო?!
შენ, ზღვაო, ერთობ დიდგულა,
ზამთარ-ზაფხულ რომ ღელავ,
ამ გულმა ჩემად გიგულა,
სიცოცხლევ, ჩემო ყველავ.
შენ, თეთრო ედელვაისო,
ამოწვერილო მთაზე,
შენ, თაფლისფერთვალება დაისო,
გიმღერ ამურის ხმაზე.
შენ ხარ ამ ლექსის მუზა
და ჩემი სულის ჩერო.
იქნებ ჩაუშვა ღუზა,
გზა ჩემთან შეაჩერო...
 
 
:*************************♥♥♥♥

Комментариев нет:

Отправить комментарий