суббота, 29 сентября 2012 г.





მომნატრებიხარ! მომენატრე.. დაბორიალობ ჩემს გულში თავგზააბნეული... ქუჩის შესახვევში შეუხვიე და შეაღე ძველი რკინის ჭიშკარი.. შესახლდი, პატარა-დიდ ქოხში და აღარ მიდიხარ საიდანაც მოსულხარ.. დამიჭირე, გამკოჭე და გასაქანს არ მაძლევ... შემაყვარე თავი და თავბრუდამახვიე.. გამითბე ხელები და ამივსე სიხარულის ნაპერწკლებით თვალები... ამავსე და გამათბე სხივებით.. გამიფერადე დღეები და წამები.. მაჩუქე ბევრი ღიმილი და სითბო.. მიხარია ცხოვრება შენით... ატმისფერი დილა ხარ...! ჩემი გულის ცისარტყელისფერი სარტყელი ხარ..!!! გალაქტიკისხელაზე მიყვარხარ..!!! მიყვარხარ ასჯერ და ასი ათასჯერ!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий